მმართველი გუნდი სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს სამართლებრივად უპირისპირდება
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ვერავის მისცემენ საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. ირაკლი კობახიძის თქმით, ზიზღის და სიძულვილის ადგილი საქართველოში არ არის. ქართული ოცნების სარჩელზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, სასამართლოში დაბარებულები არიან შეურაცხმყოფელი პოსტების ავტორები, მათი ნაწილი პროცესზე არ გამოცხადდა, ნაწილის სასამართლო სხდომა კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
