13,14 და 15 ივნისს ქუთაისი გემო ფესტს მასპინძლობს
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში სტუმრებს საშუალება ექნებათ სამი დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები. გაიმართება კონცერტი. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა. ორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გემო ფესტის მხარდამჭერია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
