სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
წლევანდელი გზავნილია „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“. გაიმართა პანელური დისკუსიები. ღონისძიებას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია წელს ასევე დაარსების 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.
