ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელის და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის რეზერვუარებს. პროექტის დასრულების შედეგად, ოთხი ათას ორასამდე ბენეფიციარი 24-საათიანი, წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
