აჭარის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
