დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ
დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა მისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტში განაცხადა. პოლონეთი ევროკავშირში აუცილებელი უმრავლესობის შექმნაზე მუშაობს, რათა საქართველოს სავიზო მიმოსვლა შეეზღუდოს ან შეუჩერდეს. შანტაჟის მორიგი მცდელობა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
