არეულობა აშშ-ში
ლოს-ანჯელესში დაწყებული არეულობა შესაძლოა ამერიკაში ღრმა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი გახდეს. ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ქალაქში წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიის გამოყვანის აუცილებლობას ხედავს, დემოკრატები მას დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. თუკი თეთრი სახლის ლიდერი საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის, მოლოტოვის კოქტეილებისა და ქვების სროლას, ასევე პოლიციელებზე თავდასხმას ძალადობას უწოდებს - დემოკრატები აცხადებენ, რომ ლოს ანჯელესში მშვიდობიანი პროტესტია.
