დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილეს
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილეს. დეტალებზე კომისიის წევრებს ადგილობრივი, ელგუჯა ხარაზიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამატებითი საგუშაგოების გახსნა მოჰყვა. შედეგად კი მოსახლეობისთვის სოფელ წაღვლის ტყით სარგებლობა შეუძლებელი გახდა.
