ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტს. დადგინდა, რომ დათაშვილი ცხრა ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა. მას მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში ადგილი არ იყო. დათაშვილი არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
