საკანონმდებლო ინიციატივა
ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათთან დაკავშირებული პირებისგან ქონების - მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება. ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შევა, ცვლილების თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და ვიდრე მსჯავრდებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს.