ლატვიაში მუნიციპალურ არჩევნებში ხმის დათვლის პროცესის ტექნიკური კრახის გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
კრისტინე საულიტემ თქვა, რომ ხმების ელექტრონული დათვლის პროცესის ჩავარდნაზე ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს. ცესკოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ პარლამენტში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ მას ახლა სხვის შეცდომებსაც აბრალებენ, თუმცა პასუხს აგებს მხოლოდ იმ ხარვეზებზე, რომელთა ზედამხედველობაც მისი კომპეტენციის ფარგლებში იყო. ლატვიაში 7 ივნისს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხმები ხელით დათვალეს. სკანდალის ფონზე ადგილობრივი მედია რეგიონული
