ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, მსოფლიო ბირთვული იარაღით განადგურების ზღვარზე დგას
ტულსი გაბარდმა ჰიროსიმაში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც განმარტავს, რომ დღევანდელი ბირთვული იარაღი სიმძლავრით ასჯერ აღემატება იმ ატომურ ბომბს, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 1945 წლის აგვისტოში გამოიყენეს. ვიდეო-რგოლში გაბარდი გაფრთხილებას ავრცელებს, რომ პოლიტიკური ელიტა და მილიტარისტები ბირთვულ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობას ზრდიან.
