შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე ქვეყნიდან იძულების წესით კანონმდებლობის შესაბამისად გააძევეს
მან არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით. მინისტრის მოადგილის თქმით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციამ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.
