ვაშინგტონი 14 ივნისის აღლუმისთვის ემზადება
ამერიკული არმიის 250 წლის იუბილე შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა. აღლუმისთვის კოლუმბიის ოლქში უკვე ჩაიყვანეს ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აღლუმის დროს აქციების გამართვის შემთხვევაში მთავრობის რეაქცია მკაცრი იქნება.
