ლოს-ანჯელესში კომენდანტის საათი ამოქმედდა
შეზღუდვები ქალაქის ცენტრალური ნაწილზე გავრცელდება, სადაც 5 დღეა საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები ტარდება. „კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით, საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე, იმოქმედებს. შეზღუდვის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს.
