მაშველებმა მარტვილის სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს
ინფორმაციის მიღების შემდეგ ძებნა-შველის ღონისძიებაში 50-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ბავშვი მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან ხუთასი მეტრის მოშორებით იპოვეს და ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
