შსს-მ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის მცდელობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის მცდელობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. მათ შორის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
