შეტაკებების ეპიცენტრი
ლოს ანჯელესის არეულობის ფონზე, ამერიკის გენერალური პროკურორი მომიტინგეებს მკაცრად აფრთხილებს - პოლიციის ოფიცერზე თავდასხმა და შეურაცხყოფა, ასევე პოლიციის კუთვნილი ავტომობილებისა და სამთავრობო შენობების დაზიანება, ფედერალურ დონეზე, სისხლის სამართლის მუხლით გასამართლდება. ოფიცრებზე თავდასხმის 10-მდე შემთხვევაზე საქმე უკვე აღიძრა, მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო ბრალი წაუყენეს ერთ პირს, დაკავებულია კიდევ 3 ეჭვმიტანილი. ძებნაა გამოცხადებული ნიღბიან დემონსტრანტზე, რომელმაც პოლიციელს ქვა ესროლა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
