გაეროს კონფერენცია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიცაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. დავით სონღულაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე ისაუბრა და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანამ შავი ზღვის და მისი ეკოსისტემის დასაცავად გადაიდგა. კონფერენცია, რომელშიც ასზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, გაეროს გენერალურმა მდივანმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები.
