მთავრობათაშორისი სამიტი
მილანიდან პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად უნგრეთში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორისაც. ბუდაპეშტში გაიმართება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა და გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე, სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი კობახიძე შეხვდება უნგრეთის პრეზიდენტს და ეროვნული ასამბლეის სპიკერსაც.
