გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიცაში გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიცაში გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დავით სონღულაშვილმა საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე ისაუბრა და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანამ შავი ზღვის და მისი ეკოსისტემის დასაცავად გადადგა. კონფერენცია, სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა. დავით სონღულაშვილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. გამართა ორმხრივი და პირისპირ შეხვედრები.
