სახალხო დამცველმა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ანგარიში წარუდგინა
სახალხო დამცველმა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. ლევან იოსელიანმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებსა თუ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. წლიურ ანგარიშში საუბარია 2024 წელს საპროტესტო აქციებზე, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე. ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, ბავშვთა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მოგვიანებით კი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.