ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს. სადაც წერია „ავიაკომპანია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დეზინფორმაციულ განცხადებას მსჯავრდადებულ გიორგი ბაჩიაშვილის თითქოსდა „გატაცების საქმეში“ ავიაკომპანიის მონაწილეობის შესახებ.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მედიასივრცეში გავრცელებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ უკვე არაერთხელ ამომწურავად უპასუხა ცრუ ბრალდებებს, ასევე დეტალურად განმარტა პროცედურები ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს გაავრცელა სრულიად დეზინფორმაციული, ავიაკომპანიის დისკრედიტაციისკენ მიმართული, მანიპულაციებითა და სიცრუით გაჯერებული განცხადება. „ჯორჯიან ეარვეისი“ არ არის სახელმწიფო კომპანია, არც სამხედრო ან რომელიმე სპეცსამსახურის დანაყოფი. „ჯორჯიან ეარვეისი“ კერძო კომპანიაა, მისი დამფუძნებლები ფიზიკური პირები არიან. ავიაკომპანია ასრულებს კომერციულ რეისებს ფიზიკური და იურიდიული პირების დაკვეთით. კომპანია ადასტურებს (არც არასდროს უარყვია), რომ თბილისი-აბუ დაბი-თბილისის კომერციული რეისი კერძო პირის შეკვეთით შესრულდა. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიას ის ინფორმაციას არ უთანხმებს. ამაზე პასუხისმგებელია აბუ-დაბის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები და იქ მოქმედი უსაფრთხოების სამსახურები, შეუძლებელია მოხდეს პირის უკანონოდ გამომგზავრება. ასევე, წარმოუდგენელია და აზრს მოკლებულია რაიმე სპეცოპერაცია ტარდებოდეს და ამის შესახებ კერძო კომპანია იყოს ინფორმირებული“.
