საქართველოს ხელისუფლების პოზიცია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე
განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო NATO მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც სანდო პარტნიორს შეეძლო ეჩვენებინა NATO-სთვის. მათივე თქმით პარტნიორობა არის ორმხრივი და საჭიროა სიტყვების ქმედითი ნაბიჯებით შეცვლა.
