პრემიერ-მინისტრი 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა
პრემიერ-მინისტრი 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა. ირაკლი კობახიძეს ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტთან და ეროვნული ასამბლეის სპიკერთან.
