მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნება
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნება. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება. ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
