აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილია
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. ამ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს ხატია წილოსანი შეცვლის. ტალიაშვილის კანდიდატურაზე ამერიკის ადმინისტრაციისგან დასტური უკვე მიღებულია, ეს კი მმართველი გუნდის თქმით იძლევა ოპტიმიზმის იმედს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია.