ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ლოს-ანჯელესის ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ლოს-ანჯელესის ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც სამართალდამცავ ოფიცერს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს, სისხლის სამართლის წესით გასამართლდება. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პემ ბონდის განცხადებით, ამჟამად ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმის 9 შემთხვევაზეა საქმე აღძრული. საპროტესტო გამოსვლის დროს, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაზე ერთ პირს ბრალი უკვე წაუყენეს, დაკავებულია კიდევ სამი ეჭვმიტანილი. გენერალური პროკურორი ბონდი აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან ის პირებიც, რომელთაც სამართალდამცველებს შეაფურთხეს.
