საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა
საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები დაესწრნენ. საქართველოსა და ჩინეთის გუანდუნის პროვინციის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთ გაგების მემორანდუმი განახლდა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ორმხრივი ბიზნეს გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ. ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია საქართველოს 9 ივნისს ესტუმრა.
