მაკა ბოჭორიშვილის განცხადება
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები ვინმესთან გაიაროს. მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია არის ის პროცესი, რომელიც სჭირდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, საგარეო უწყების გაძლიერებას, შესაბამისად, პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ ყველანაირი კრიტიკა ამ პროცესთან დაკავშირებით უადგილოა.
