შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. გეკა გელაძის მოადგილედ, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა. ის ეკონომიკურ და ლოგისტიკის დეპარტამენტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა. ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უწყებაში განხორციელებული ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაა, რომელსაც აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა.
