საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთს შეხვდა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთს შეხვდა და დიდი სხვაობით 41-10 დაამარცხა. ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის სერიოზული შანსი აქვს. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გადადის. ქართველი წყალბურთელები დღეს შვეიცარიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 11 ივნისს — ისრაელს. ორივე შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
