თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა
თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა. პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, მეორე ფაზა კი აღსრულების ეტაპი იყო. კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ვაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების, წმენდის, და თვითგადარჩენის ოპერაციები ჩაატარა.
