შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ისრაელის და ეგვიპტის მოქალაქეები. უწყების ცნობით საქმე ეხება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღების მომზადებას, მარიხუანასა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას.
