პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იტალიაში
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იტალიაში. ირაკლი კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება. ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ლევან დავითაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, თინათინ რუხაძე და ლევან ჟორჟოლიანი.