დამოუკიდებლობა ყველასგან
ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე წერს. უმრავლესობის ლიდერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოში გადასაწყვეტი საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა წყდებოდეს და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის საზღვრებს გარეთ.