მასობრივი დაპირისპირება
ვინ დგას კალიფორნიაში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების უკან? რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ლოს ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში არეულობა დაფინანსებული და ორგანიზებულია. დამკვეთებად კი მემარცხენე ძალებსა და მათ მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებს ასახელებენ. არეულობა კალიფორნიაში შვიდ ივნისს დაიწყო. დემონსტრანტები პრეზიდენტ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციები სამართალდამცველებთან მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. ლოს-ანჯელესის ცენტრალური ნაწილი შეკრებებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადდა. მობილიზებულია ეროვნული გვარდია.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
