კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს, რაც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს უკრაინაში
პესკოვმა კომენტარი ნატოზეც გააკეთა. იგი აცხადებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არა სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის, არამედ კონფრონტაციისთვის შეიქმნა. პესკოვის თქმით, რუსეთი ალიანსიდან მომავალ პოტენციურ საფრთხეს უპასუხოდ არ დატოვებს.
