ევროპელი მემარჯვენეები საფრანგეთში იკრიბებიან. მარი ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვების წლისთავს აღნიშნავს
ლე პენის მიწვევით ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და იტალიის ვიცე პრემიერი მატეო სალვინი ესწრებიან. საფრანგეთში იმყოფებიან ასევე ესპანელი, ჩეხი, ბერძენი და ბელგიელი მემარჯვენეები. შეკრების ძირითადი მიზანი ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ანტიმიგრაციულ პოლიტიკასთან მიმართებით ევრო მემარჯვენეების ერთიანობის დემონსტრირებაა.
