საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, არც გრენლანდია და არც ანტარქტიკა არავის დაპყრობის ობიექტი არ იქნება
ასე უპასუხა ემანუელ მაკრონმა ნიცაში, ოკეანეების დაცვისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპის ინიციატივას, გრენლანდიის მიერთების შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩრდილო-ატლანტიკური და არქტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების მიზნით, გრენლანდიის პრემიერ მინისტრს 15 ივნისს, კუნძულზე შეხვდება.
