ლოს ანჯელესში, არეულობის დროს, სამართალდამცველებმა 56 ადამიანი დააკავეს
ლოს ანჯელესში, არეულობის დროს, სამართალდამცველებმა 56 ადამიანი დააკავეს; 60-მდე აქტივისტია დაკავებული სან ფრანცისკოშიც, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანებიც. არეულობის გამო, ლოს ანჯელესის ცენტრი ე. წ უკანონო შეკრების“ ზონად გამოცხადდა. ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის აღსრულების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული მომიტინგეები პოლიციას ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან. სამართალდამცველები მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და წიწაკის სპრეის იყენებენ. არიან დაშავებულები, მათ შორის აქტივისტები, პოლიციის ოფიცრები და ჟურნალისტები. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ლოს ანჯელესში არეულობის ფონზე მაროდიორობის ფაქტებიც ხშირია. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 300 წევრი. არეულობა კალიფორნიაში 3 დღეა გრძელდება.
