რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ლოს ანჯელესში მიმდინარე არეულობა, მემარცხენე ძალების დაფინანსებული ამბოხია
წარმომადგენელთა პალატის წევრი მარჯორი ტეილორ გრინი სოციალურ ქსელში წერს, რომ მემარცხენეები კალიფორნიაში ამერიკის წინააღმდეგ ომს აღვივებენ, გუბერნატორი ნიუსომი და ლოს ანჯელესის მერი კი ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ. წარმომადგენელთა პალატის წევრი მერი მილერიც ირწმუნება, რომ ეს დაფინანსებული და ორგანიზებული დაუმორჩილებლობაა, ამერიკის დესტაბილიზაციის მიზნით. მილერი აცხადებს, რომ აუცილებლად დაადგენენ, ვინ დგას ამბოხის უკან.
