კომუნიკაციების კომისიამ, კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
კვლევის ეს ეტაპი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების ბაზრის სიღრმისეულ შესწავლას და კორპორატიული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზს ემსახურება. შეხვედრები, რომლებშიც „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „სქაიტელის“, ასევე, მცირე და საშუალო ოპერატორებისა და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესასწავლად, დეტალური ინფორმაციის შეგროვებას ისახავდა მიზნად.
