ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის მინისტრი მოადგილეებთან და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, 70-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვა და პოლიტიკა და გაუზიარა ინფორმაცია იმ ხარვეზების შესახებ, რაც სხვადასხვა ობიექტების მონახულებისას გამოიკვეთა. მინისტრის თქმით, სამინისტროს ამოცანაა კერძო სექტორთან ჰქონდეს საქმიანი და სამართლიანი დამოკიდებულება.
