თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის შეჯიბრებითი წვრთნა დასრულდა
სწავლება საუკეთესო ქვეითი ათეულის გამოვლენაში სამი დღის განმავლობაში, დღისა და ღამის პირობებში მიმდინარეობდა. აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების რვა ათეულმა 72 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკური დავალება შეასრულა, რაც მოიცავდა რთულ რელიეფზე ტაქტიკურ გადაადგილებას, საპატრულო ბაზის დაკავებასა და ოპერაციის განხორციელებას, ასევე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებას.
