ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა, პროექტი „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. „ფოთის ტრანსტერმინალი“ მოემსახურება ტვირთების ტრანზიტს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით და ასევე ექსპორტ-იმპორტს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული. მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება, რომელიც, შესაძლებელია 200 000 კონტეინერამდე გაიზარდოს. ტერმინალის გახსნას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაესწრო
