აჭარის პოლიციამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკო დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის ბრალდებულებისთვის გადაცემას სამართალდამცველები ოპერაციის ფარგლებში აკონტროლებდნენ, რის შემდეგაც უცხოეთის ორი მოქალაქე თბილისში დააკავეს. ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
