თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტს და ვიცე- პრეზიდენტს შეხვდა
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა, გამოიყენოს ყველა ის რესურსი, რომელიც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, მალე თბილისს ეწვევა.
