ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობისას ჟურნალისტები დაშავდნენ
ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობისას ჟურნალისტები დაშავდნენ. ავსტრალიურ კორესპონდენტს უსაფრთხოების ძალების ოფიცრის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა, რეზინის ტყვიით დაშავდა ბრიტანელი ფოტოგრაფიც, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის საწინააღმდეგო აქციებზე, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციის ოფიცრები. აქტივისტებმა სამართალდამცავი ორგანოს ავტომობილებსა და სამთავრობო შენობებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ლოს ანჯელესში წესრიგის აღდგენის მიზნით, ამერიკის პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის დანაყოფი გამოიყვანა და ქალაქში ჯარის განლაგებასაც გეგმავს.
