გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტი რეჟიმით, ყოველთვიურად, 12 წერტილში ატარებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტი რეჟიმით, ყოველთვიურად, 12 წერტილში ატარებს. სინჯები უკვე აღებულია. პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მის მოადგილესთან ერთად დაესწრო. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება.
